სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შავ კონტინენტს შიმშილი ემუქრება

მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელი საერთაშორისო საზოგადოებას აფრიკაში საყოველთაო შიმშილის საფრთხის შესახებ აფრთხილებს, რაც რეგიონში უპრეცედენტო გვალვის შედეგი იქნება. დღეს გაკეთებულ განცხადებაში ჯოზეთ შირანმა მსოფლიო დონორებს კენიასა და ეთიოპიაში არსებული 190 მილიონიანი საბიუჯეტო დეფიციტი დაფარვისკენ მოუწოდა. შირანმა ასევე განაცხადა, რომ დონორებმა რეგიონში გრძელვადიანი პროგრამები უნდა განახორციელონ, რათა თავიდან იყოს აცილებული მასობრივი შიმშილი. საშინელი გვალვის შედეგად ეთიოპიაში, სომალიში და კენიაში, საკვების გარეშე დარჩენა 10 მილიონ ადამიანს ემუქრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100