სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოსო გოგაშვილი მაშანტაჟებდა - მურუსიძე

სასამართლო კლანის ლიდერი მძიმე დანაშაულის დაფარვაშია ბრალდებული. ლევან მურუსიძე ამტკციებს, რომ მას სოსო გოგაშვილი კომპრომატების გავრცელებით ემუქრებოდა.

სკანდალური განცხადება მურისიძემ დღეს ის იუსტიიცის საბჭოს სხდომაზე გააკეთა და სუს-ის ექს შეფის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა დაანონსა.

მოსამართლემ თქვა ისიც, რომ საკუთარი უფლებების გარდა ის ახლა სასამართლოს ღირსების დაცვასაც გეგმავს.

მურუსიძე ამბობს, რომ გოგაშვილმა მუქარითა და შანტაჟით ციხიდან მას სამჯერ მიმართა.

"ბატონი სოსო მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა. როდესაც ის იყო დაკავებული და სასამართლოში უნდა განხილულიყო აღკვეთის ღონისძიების საკითხი, ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე ის დამიკავშირდა და მითხრა, რომ, თუ არ მოხდებოდა ჩემი მხრიდან დახმარება და არ იქნებოდა გამოშვებული, ის მე და სასამართლო სისტემას დააბრალებდა ისეთ რაღაცას, რაც წარმოუდგენელი იყო და მოახდენდა სასამართლოს აბსოლუტურ დისკრედიტაციას. მოაყოლა ერთი განცხადება, რომელიც ყველამ იცით, რომ თითქოს მიხეილ ჩინჩალაძე სუს-ის დახმარებით მოსამართლე ალავიძეზე ახდენდა ზეწოლას. ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ მესამედ მოხდა ჩემზე შეტყობინება და ფაქტობრივად იმის აღიარება, რომ, ხომ ხედავ დაწყებულია სასამართლოს დისკრედიტაცია, შესაბამისად, თუ თქვენ არ გადადგამთ გადამწყვეტ ნაბიჯებს და არ დამეხმარებით, გაგრძელდება დისკრედიტაცია და მიიღებს არნახულ მასშტაბებს. მე ამასთან დაკავშირებით რეაგირებას ვაპირებ, რომ მტკიცებულებებით უახლოეს პერიოდში მივმართო პროკურატურას. ვინაიდან, მან მესამე შეხვედრის დროს შემომითვალა, რომ დრო არის ცოტა და თუ არ იქნება დახმარება მის მიმართ წავა სასამართლოს ყალბი მადისკრედიტირებელი ნიაღვარი. ამას უნდა ელოდებოდეს სასამართლო სისტემა და იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ვფიქრობ, რომ ვალდებულია რომ დაიცვას სასამართლო სისტემა. აი ეს რომ ასე მოხდება, პირდაპირ გეუბნებით, იმიტომ რომ, ერთი სიყალბე უკვე გამოაგდო. შესაბამისად, ამას აუცილებლად მოყვება სხვა მადისკრედიტირებელი და ცილისმწამებლური გარემოებები". - ამბობს მურუსიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100