ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება და მეტი სიფრთხილეა საჭირო - თამარ გაბუნია
საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ცნობილია, რომ უფრო სწრაფად ვრცელდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
გაბუნიას თქმით, სწორედ მისი გავრცელების სისწრაფიდან გამომდინარე, სიფრთხილეა საჭირო.
"გუშინ ჩვენთვის ცნობილი გახდა კორონავირუსის ახალი შტამის დადასტურების შესახებ. სამი საეჭვო შემთხვევიდან ერთ შემთხვევაში დადასტურდა ახალი სახეცვლილი შტამის არსებობა, რომელიც რეალურად, კლინიკურად იგივე სახით მიმდინარეობს, როგორც მანამდე ცნობილი შტამი მიმდინარეობდა. ერთადერთი, რაც ამ დროისთვის ცნობილია, არის ის, რომ ამ ტიპის შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება და მეტი სიფრთხილეა საჭირო როგორც პირადი დაცვის საშუალებების გამოყენებით, ისე დაწესებული წესების დაცვის კუთხით, ბიზნესგარემოში და სოციალური თავშეყრის ადგილებში, რაც აქამდეც ვიცოდით, რომ უნდა გაგვეკეთებინა", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
შეგახსენებთ, გუშინ, საქართველოში კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამის დადასტურების შესახებ გახდა ცნობილი.
კომენტარი