კომპანია „აჭარაბეთმა“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახალი ინიციატივა წარადგინა - პასუხისმგებლიანი თამაში martetamashi.ge
კომპანია “აჭარაბეთმა” კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ახალი ინიციატივის წარდგენის შესახებ განაცხადა. ინიციატივის ფარგლებში კომპანიამ წარადგინა სპეციალურად პასუხისმგებლიანი თამაშისთვის შექმნილი ვებ-გვერდი martetamashi.ge
კომპანია „აჭარაბეთისთვის” მნიშვნელოვანია სწორედ პასუხისმგებლიანი
თამაშის ქცევის და ცნების დამკვიდრება. სწორედ ამ მიზნით ვებგვერდზე განთავსებულია
მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია. ასევე ინსტრუმენტები, იმის შესახებ თუ როგორ
არის შესაძლებელი მართო შენი თამაში, გაიგო მხოლოდ გართობისთვის თამაშობ თუ არა და
სხვა.
„ჩვენი კომპანიისთვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში პასუხისმგებლიანი თამაშის მიმართულება ერთ-ერთი მნიშნელოვანი მიმართულებაა. შესაბამისად, არაერთი საკომუნიკაციო ინიციატივა იგეგმება სწორედ ამ მიმართულებით. მაქსიმალურად უნდა ავამაღლოთ ცნობადობა იმის შესახებ, თუ რა არის პასუხისმგებლიანი თამაში” - განაცხადა კომპანია აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპრატამენტის ხელმძღვანელმა ნინი გუჯაბიძემ.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ აჭარაბეთმა შექმნა, კორპორაციული სოციალური
პასუხისმგებლობის პლატფორმა „ინიციატივა“ და კომპანიის
მიზანია წვლილი შეიტანოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან, აქტუალურ და განვითარებაზე
ორიენტირებულ საკითხებში. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა ორიენტირებულია:
პასუხისმგებლიანი თამაშის, ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებაზე, ქართული სპორტის
და ადამიანებისთვის, ვისაც სჭირდება ეს მხარდაჭერა.
კომენტარი