საქართველოში ღორის გრიპით დაღუპულთა რაოდენობაზე რუსული მედიაც კი ალაპარაკდა, სერგეენკო კი არ აღიარებს ეპიდემიის საფრთხეს
საქართველოში "ღორის გრიპის" ფატალურ შედეგებზე რუსული მედია ალაპარაკდა. ერთ-ერთი რუსული გამოცემა წერს, რომ აღნიშნული გრიპით 13 ადამიანის გარდაცვალება, ხოლო 162 პაციენტის დაინფიცირება საკმაოდ მწვავე შედეგია.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. "ღორის გრიპის" ახალი ტალღა იანვრის ბოლოდან არის მოსალოდნელი, თუმცა ჯანდაცვის მინისტრი სერგეენკო აცხადებს, რომ ქვეყანა არ დგას ეპიდემიის საფრთხის წინაშე. რაც შეეხება დაინფიცირებულებს, მათი რაოდენობა დღითი დღე იზრდება. ასევე ხშირია მწვავე ვირუსისგან გარდაცვალების ფაქტები, თუმცა ლაბორატორიულად მხოლოდ 13 გარდაცვლილს დაუდგინდა H1N1.
კომენტარი