სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნანუკა ჟორჟოლიანი ნაციონალური მოძრაობის შეცდომებზე ალაპარაკდა

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში საინტერესო სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

„ამ ბოლო დროს მოდაშია შეცდომებზე საუბარი. ის რომ ყველამ თავის შეცდომაზე უნდა აგოს პასუხი სწორია! იმ ხელისუფლებამაც და ამ ხელისუფლებამაც. რაც არ უნდა ეგონოს ვინმეს რომ რადარებიდან გაქრება ოპოზიცა. ასე ეგონათ ნაციონალებსაც (რომ რადარებიდან გააქრეს ოპოზიცია ) და დღეს ის ვითომ რადარებიდან გამქრალი ხალხი ხელისუფლებას წარმოადგენს. ნაციონალებს განსხვავებული მხარე თუ აზრი ახლოს რომ დაეტოვებინა ნაკლებ შეცდომას დაუშვებდნენ. ანუ ეს რადარი, მისგან გაქრობა და შეცდომების დაშვება თითქოს ერთმანეთზეა გადაბმული. თუ ეს ბოლო წრეა ("სამართლიანობის" აღდგენა) კარგია. თუ ეს ადამიანებს შვებას მისცემს კარგია! რევანშს ვგულისხმობ. თუ ხალხი ამით კარგად იქნება კარგია. მთავარია წლების შემდეგ უკვე სხვებმა არ მოითხოვონ სამართლიანობის აღდგენა და მათი დასჯა ვინც დღეს ხელისუფლებაშია. მთავარია ეს ქართული მარაზმი დამთავრდეს და თუ გინდა დამთავრდეს ნაციონალებზე! მთავარია წლების შემდეგ ისევ სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგები აღარ იყოს ქალაქში. არა და ნაციონალებსაც ეგონათ რომ ოპოზიცია რადარებიდან გააქრო. თან როგორ ეგონათ.. თან ზუსტად ასე.. დაშინება, დაკითხვები, ცემები, ოჯახის წევრების დატერორებები...ეს ფილმი ერთხელ უკვე აჩვენეს კინოთეატრებში... მგონი ბოლომდე!“ - წერს ნანუკა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100