სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ექსპერტების შეხვედრა და მიმართვა პრემიერს

დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში” არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივის“ ხელმძღვანელმა ლევან კალანდაძემ, „ჯორჯიან ბიზნეს ინსაითის“ ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორმა, ეკონომისტმა გიორგი აბაშიშვილმა და ცენტრი „მომავლის ინიციატივების“ ხელმძღვანელმა, იურისტმა ლევან ალაფიშვილმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

ექსპერტები გამოვიდნენ ინიციატივით და ხელისუფლებას მოუწოდეს შეიქმნას „სახელმწიფო საინვესტიციო საბჭო“ საქართველოს პრემიერ მინისტრის თავმჯდომარეობით, რომელიც დაკომპლექტდება შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების პირველი პირებისაგან.

„დღეს, სახელმწიფოს განვითარების უზრუნველყოფის და სასურველი ეკონომიკური შედეგის მიღების ერთ-ერთ უმთავრეს პირობას, სწორედ ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდა და მსხვილი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული, განსაკუთრებით კი, ენერგეტიკული პროექტების განხორციელება წარმოადგენს.

ამ თვალსაზრისით, რიგი სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების საქმიანობის ეფექტურობა ჯერ კიდევ საჭიროებს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას და სრულყოფას. რიგ შემთხვევებში, თავს იჩენს სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინაციის, გადაწყვეტილების დროულად მიღების, პასუხისმგებლობის აღების პრობლემა. შედეგად, არც თუ იშვიათად ვიღებთ იმას, რომ მსხვილი და სტრატეგიული დანიშნულების მქონე საინვესტიციო პროექტს, სახელმწიფო უწყებების მხრიდან აქვს მხოლოდ მინიმალური ხელშეწყობა. ხოლო რიგ შემთხვევებში, ხელშეწყობის ნაცვლად საინვესტიციო პროექტი აწყდება ბიუროკრატიულ ბარიერებს“ - აცხადებენ ექსპერტები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100