სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლეხ კაჩინსკის საქმის პროკურორმა მიკოლაი შპიბილმა თვითმკვლელობა სცადა

პოლონეთის ტრაგიკულად დაღუპული პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის საქმის პროკურორმა მიკოლაი შპიბილმა თვითმკვლელობა სცადა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს, რომლის ცნობით, შპიბილმა დღეს პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ პროკურატურა იმ ჟურნალისტების სატელეფონო საუბრებს ისმენს, რომლებიც სმოლენსკში მომხდარ ავიაკატასტროფას იძიებდნენ.

პროკურორმა პრეს-კონფერენციაზე შეკრებილ ჟურნალისტებს გარეთ გასვა სთხოვა და მარტო დარჩენილმა თვითმკვლელობა სცადა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შპიბილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მედიკოსების განმარტებით, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

პროკურორის მიერ თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100