სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"შოკურ მდმარეობაშია" - ტრაგედიის შემდეგ, ბაღდათში, ოჯახის უფროსმა თვითმკვლელობა სცადა

ბაღდათში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული ქალის მეუღლემ და ბავშვების მამამ თვითმკვლელობა სცადა.

"გონზე არ იყო, თვითმკვლელობა სცადა, პოლიციამ შეუშალა ხელი. ახლაც შოკურ მდმარეობაშია, საუბარი არ შეუძლია", - ამბობს ოჯახის ახლობელი.

ბაღდათში, წერეთლის ქუჩაზე 3 თებერვალს გვიან, ღამით მომხდარ ტრაგედიას ორსული დედა, 4 მცირე წლოვანი ბავშვი და ოჯახის ახლობელი ემსხვერპლა, გავრცელებული ინფორმაციით, მეხუთე გარდაცვლილი ბავშვების ბებიაა.

სახლი სადაც ტრაგედია მოხდა 8 ადამიანი ცხოვრობდა, გარდაცვლილი ქალის მეუღლე და დედა ხანძრის დროს სახლში არ იმყოფებოდნენ, ამჟამად ისინი ნათესავთან, სოფელ წითელხევში არიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100