სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აფხაზებს თავიანთი სტალინი გამოუჩნდათ?

”გარეგნულად რბილი, მაგრამ შინაგანად მტკიცე, როგორც ფოლადი” - ასე დაახასიათა სერგეი შამბა მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა გივი გაბნიამ ამა წლის 2 აგვისტოს ტყვარჩელელ ამომრჩევლებთან შეხვედრაზე .
ნდობით აღჭურვილი პირები შეხვედრაზე თავის კანდიდატს შამბას როგორც შეეძლოთ აპიარებდნენ, შეეძლოთ კი მხოლოდ საბჭოთა პარტიული ნომენკლატურული პათოსით.

რად ღირდა მარტო სერგეი შამბას საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის რუსლან ხოჯავას ამომრჩევლებისადმი მიმართვა:

”ჩვენ მოგესალმებით თქვენ, გმირი-ქალაქის, ტყვარჩელის (ტყვარჩალის) მცხოვრებლებს, რომლებიც მიუხედავად დაკავებულობისა და აუტანელი სიცხისა ამ დარბაზში შეიკრიბეთ, ჩვენი კანდიდატის, აფხაზეთში საყოველთაოდ ცნობილი, გამოჩენილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, აფხაზეთის ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილისა და ლიდერის - სერგეი მირონის ძე შამბას მხარდასაჭერად”.

პოსტსაბჭოთა სივრცეში დიდი ხანია უკვე არ სმენიათ ასეთი მგზნებარე სიტყვა. მათი წაკითხვა შესაძლებელია მხოლოდ ”დიდი ოქტომბრის რევოლუციისა” და ლენინურ-სტალინური საბჭოთა კავშირის შექმნის შესახებ წიგნებში. მოსმენა კი – აფხაზეთში. იქ, როგორც ჩანს, არაფერი არ შეცვლილა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100