აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავარიაში ბრალდებულ მძღოლს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა
თბილისის საქალაქო სასამართლო
აღმაშენებლის ხეივანში
მომხდარ ავარაში
მონაწილე მძღოლისთვის
აღკვეთის ღონისძიების
შეფარდებასთან დაკავშირებით
განცხადებას ავრცელებს.
როგორც სასამართლოში
განმარტავენ, საგამოძიებო
და წინასასამართლო
სხდომის კოლეგიამ
დააკმაყოფილა ბრალდების
მხარის შუამდგომლობა
აღმაშენებლის ხეივანზე,
2017 წლის 22 მარტს
მომხდარი ავტოსაგზაო
შემთხვევის მონაწილე
მძღოლის მიმართ
აღკვეთის ღონისძიების
სახით პატიმრობის
გამოყენების თაობაზე.
”ავტოსაგზაო
შემთხვევის
შედეგად ადგილზე დაიღუპა მცირეწლოვანი, ხოლო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებით დედა საავადმყოფოშია გადაყვანილი.
წარდგენილი
ბრალის თანახმად, თორნიკე ტ.-ს ბრალად ედება ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. მასვე, ბრალად ედება ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 22 მარტს, თორნიკე ტ. „საგზაო მოძრაობის“ შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა მისი მართვის ქვეშ მყოფი BMW-ს მარკის ავტომობილით, რა დროსაც შეეჯახა მის წინ მოძრავ ავტომობილს. შეჯახების შედეგად, მეორე ავტომობილი გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და ქვეითთა სავალ ტროტუარზე მყოფ დედა-შვილს დაეჯახა. მანვე, 2016 წლის 5 ნოემბერს, დაახლოებით
02:57 საათზე,
თბილისში,
პეკინისა და უსახელოს ქუჩების კვეთაზე, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და უკუსვლით დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ე.გ.-ს, რომელმაც შეჯახების შედეგად მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდებული დაეთანხმა პროკურორის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობას მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების თაობაზე.
სასამართლომ
აღკვეთი ღონისძიების სახის შერჩევისას, გაითვალისწინა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, კერძოდ, ის გარემოებები, რომ ბრალდებულს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი, მასვე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის არაერთი შემთხვევა უფიქსირდება”, -
აღნიშნულია
სასამართლოს
განცხადებაში.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 15 მაისს 11:00 საათზე გაიმართება.
კომენტარი