სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოჯახური დრამა - 48 წლის მამაკაცმა ვაჟის შეყვარებულზე ძალადობა სცადა, ყველაფერი კი ფატალურად დასრულდა

სასიყვარულო-კრიმინალური ტრილერი მოსკოვში მოხდა. 48 წლის აზერბაიჯანელი ნაილი ვაჟთან, 27 წლის ბესლანთან ერთად ქირით ცხოვრობდა. ერთ დღეს კი ბესლანის შეყვარებული 27 წლის იულია მათთან სტუმრად მივიდა. როდესაც ბესლანი ეზოში მოსაწევად გავიდა, ნასვამი ნაილი შვილის შეყვარებულთან ერთად მარტო აღმოჩნდა ერთ ოთახში. ბესლანმა მამას იმ დროს წაასწრო, როდესაც ის ვაჟის შეყვარებულზე სექსუალურად ძალადობდა. მამა-შვილის ხელჩართული ჩხუბის კულმინაცია კი ნაილის მხრიდან ნავთის გადასხმა იყო, რასაც ცეცხლის წაკიდება მოყვა. ცეცხლი ნივთებსაც მალევე მოედო და მთელს ოთახში გავრცელდა. საბოლოოდ სამივე დამწვრობით გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც შეყვარებული წყვილი რეანიმაციაში მოათავსეს, 48 წლის მამაკაცის გადარჩენა კი ვერ შეძლეს. მომხდარ ფაქტზე საქმეს პროკურატურა იძიებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100