სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყავა კანის კიბოსგან დაგიცავთ

ჟურნალ Cancer Research–ში ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ონკოლოგების დასკვნები გამოქვეყნდა. მკვლევარების განცხადებით, ის პროდუქტები, რომლებიც კოფეინს შეიცავენ, კანის კიბოსგან დაგიცავთ.

რაც უფრო მეტ კოფეინს მიიღებს ადამიანი, დაავადების რისკი ნაკლებია. 20 წლის განმავლობაში ექსპერტები კანის კიბოთი დაავადებულ 22 800 ადამიანს აკვირდებოდნენ.

როგორც ექიმი ჯული ჰანი აღნიშნავს, ბაზალური უჯრედის კარცინომის (კანის კიბოს ერთ–ერთი ფორმა) დროს, სწორედ კვების რაციონში შეტანილი ცვლილებებითაა შესაძლო სიტუაციის გაუმჯობესება.

აღსანიშნავია, რომ მანამდე კოფეინს მღრღნელებზე ცდიდნენ. კვლევებმა აჩვენეს, რომ იგი სიმსივნის ზრდას ხელს უშლის. თუმცა, სპეციალისტები პაციენტებს ზედმეტი კოფეინის მიღებას ჯერ მაინც არ ურჩევენ, ვინაიდან, ამან შესაძლოა გართულებები გამოიწვიოს, განსაკუთრებით კი გულითა და დიაბეტით დაავადებულებში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100