სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გოგონა, რომელსაც ყოფილმა ბოიფრენდმა ცეცხლი წაუკიდა და დამწვრობით გარდაიცვალა, სასამართლოში ჩვენებას მაინც მისცემს (+18)

ჯუდი მალინოვსკიმ ოჰაიოს შტატიდან სხეულის 80%-ანი დამწვრობა მიიღო, როდესაც მას ყოფილმა ბოიფრენდმა მაიკლ სლეჯერმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. ექიმები ორი წლის განმავლობაში იბრძოდნენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად, თუმცა ჯუდის დამწვრობისგან მიღებული ტრავმები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ საბოლოოდ მაინც გარდაიცვალა.

მართალია, მალინოვსკი უკვე დაღუპულია, თუმცა სასამართლო მის მოსმენას ელოდება, რომელიც დაზარალებულის ჩვენება იქნება სლეჯერის წინააღმდეგ - წერს გამოცემა Mirror.

2015 წელს 41 წლის მაიკლ სლეჯერი თავის ყოფილ შეყვარებულს თავს ბენზინგასამართ სადგურზე დაესხა. დამწვრობის შედეგად ქალმა ყურები და თითები მთლიანად დაკარგა და სხეულის უმეტესი ნაწილი გაუნადგურდა. 2 წლის განმავლობაში ჯუდის 56 ოპერაცია ჩაუტარდა.

სანამ გარდაიცვლებოდა, საავადმყოფოში ჯუდიმ ხმოვანი ჩვენება ჩაწერა, რასაც მალე სასამართლოში წარადგენს ბრალდების მხარე. როგორც ცნობილი ხდება, სლენჯერი დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ შემთხვევის წინ მან მხოლოდ სიგარეტს გაუკიდა და ჯუდის შემთხვევით წაეკიდა ცეცხლი.

ჟურნალისტებს ხელში ჩაუვარდათ ჯუდის ჩვენების ნაწილი:

„არასდროს წარმომედგინა, რომ ადამიანი ასეთი ბოროტი შეიძლებოდა ყოფილიყო. როდესაც ვიწვებოდი, უბრალოდ იდგა და მიყურებდა, არაფრის გაკეთება უნდოდა“ - აღნიშნა ჯუდიმ თავის ჩვენებაში.

მაიკლ სლეჯერს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 11 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა თავდასხმისა და მკვლელობის მცდელობისთვის, ახლა კი ჯუდის გარდაცვალების შემდეგ ბრალი დაუმძიმდა და განზრახ მკვლელობის კლასიფიკაცია მიენიჭა, ამას შეიძლება დაემატოს სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდება და საბოლოოდ მამაკაცს შესაძლოა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანონ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100