სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თქვენ შეძლებთ ამის გაკეთებას, თუ ირწმუნებთ, რომ შეძლებთ!

ეს კურსი წარმატების საფუძვლებს ეძღვნება

წარმატება არის ცოდნა მრავალფეროვანი და მუდმივად ცვალებადი ცხოვრების პირობების ჰარმონიულ და გაწონასწორებულ შესაბამისობაში მოყვანისა. ჰარმონია ემყარება ირგვლივ არსებული ძალების არსის გაცნობიერებას; ამიტომ ეს კურსი არის გეგმა, რომლის შესრულებასაც მივყავართ წარმატებამდე, რადგან შემსწავლელს ეხმარება ცხოვრების შესაძლებლობათა აღქმაში, გააზრებასა და მათ გამოყენებაში.

ვიდრე დაიწყებდეთ შესწავლას, თქვენ ზუსტად უნდა იცოდეთ, თუ რას გპირდებათ ის, უნდა იცოდეთ კურსის შესაძლებლობათა საზღვრები, თუ როგორ დაგეხმარებათ სამყაროში თქვენი ადგილის დამკვიდრებაში.

კურსი განკუთვნილია იმ სერიოზული ადამიანებისთვის, რომლებიც დროის გარკვეულ ნაწილს უთმობენ ცხოვრებაში წარმატებების მოპოვებას. „წარმატების კანონის“ ავტორი არ წერს გართობის მიზნით. კურსის შექმნისას ავტორის წინაშე ორი პრობლემა იდგა, რომ დახმარებოდა შემსწავლელს: 1)საკუთარ სისუსტეთა გამოვლენაში და 2)ამ სისუსტეთა დაძლევის კონკრეტული გეგმის შემუშავებაში.

ადამიანებმა, რომელთაც დიდი წარმატება მოიპოვეს, უპირველესად საკუთარი სისუსტეები დაძლიეს. ყველაზე თვალნათელი სისუსტეები, რომელიც ადამიანსა და წარმატებას აშორებს არის: მოუთმენლობა, სიხარბე, ანგარება, წუწურაქობა, ეჭვი, შურისძიება, ეგოიზმი, თვითკმაყოფილება, ტყუილი, იმ ადგილზე მოსავლის აღება, სადაც არ დაუთესია, ჩვევა მეტის ხარჯვისა, ვიდრე გამოუმუშავებია.

ეს გავრცელებული და აქ არ დასახელებული სხვა ადამიანური სისუსტეები, ისეა განხილული „წარმატების კანონში“, რომ ყოველი მსურველისთვის ადვილია გასააზრებლად, თუნდაც არაინტელექტუალურისთვის. წიგნმა დიდი ხანია გაიარა ექსპერიმენტის სტადია ის უკვე უამრავ ადამიანს დაეხმარა მიზნის მიღწევაში. კურსი თავიდან ლექციების სახით იყო წარმოდგენილი და აშშ-ის ბევრ ქალაქში იქნა წაკითხული; პირველი დიდი წარმატება მან მოიპოვა, როცა იგი წაკითხული იქნა, როგორც საფუძველი კურსისა, რომელიც მოისმინა ათასმა მომავალმა ბიზნესმენმა. მათ უმრავლესობას არ ჰქონდა გამოცდილება ვაჭრობაში, კურსის შესწავლით შეძლეს ექვსი თვის განმავლობაში მილიონზე მეტი დოლარის გამომუშავება და ავტორს გაწეული დახმარებისთვის ოცდაათი ათასი დოლარი გადაუხადეს.

საქმის წარმატება დამოკიდებულია პიროვნებაზე, რომელიც ამით არის დაკავებული. შეცვალეთ პიროვნება, რომელიც მიმზიდველი იქნება კლიენტებისთვის და თქვენი საქმე აყვავდება. აშშ-ში უამრავი მაღაზიაა, სადაც ერთი და იგივე ფასი ღირს ერთი და იგივე საქონელი, მაგრამ მათ შორის შეხვდებით წარმატებულ მაღაზიებს, რომელთა საიდუმლოც გამყიდველის პიროვნებაშია. ადამიანები ყიდულობენ არა მხოლოდ ნივთს, არამედ პიროვნებასაც; ჯერ ცნობილი არ არის, რა უფრო მოქმედებს მათზე ნავაჭრი თუ გამყიდველის პიროვნება.

თქვენი მიზანია - წარმატება; რაც ნიშნავს: მთავარი მიზნის მიღწევას სხვისი უფლებების დარღვევის გარეშე. არ აქვს მნიშვნელობა რას ისახავთ მიზნად, მას მიაღწევთ გაცილებით ადვილად თუ ისწავლით საკუთარ თავში მიმზიდველი პიროვნების კულტივირებას; თუ გაითავისეთ სხვებთან ერთად გარკვეული ამოცანის გადაჭრის ფაქიზ ხელოვნებას შეხლა-შემოხლისა და შურის გარეშე.

ცხოვრების უმთავრესი პრობლემაა სხვებთან ჰარმონიული ურთიერთობების დამყარების ხელოვნება.

ვერ მიაღწევთ მნიშვნელოვან წარმატებას გავლენის გარეშე, გავლენა არ გექნებათ, თუ არ ხართ ძლიერი პიროვნება, რომელიც ზემოქმედებას მოახდენს სხვებზე და ითანამშრომლებს მათთან ჰარმონიული განწყობით. ეს კურსი გიჩვენებთ ნაბიჯ-ნაბიჯ როგორ უნდა ჩამოიყალიბოთ ასეთი პიროვნული თვისებები.

გაკვეთილიდან გაკვეთილამდე თქვენ გაითავისებთ შემდეგს:

1. განსაზღვრული მთავარი მიზანი გასწავლით როგორ დაზოგოთ ძალისხმევა, რომელსაც დიდი ნაწილი ხარჯავს ცხოვრების მიზნის ძიებაში. ეს გაკვეთილი დაგეხმარებათ უმიზნო მოქმედებების შეწყვეტაში და განსაზღვრული მთავარი ცხოვრებისეული მიზნის ჩამოყალიბებაში.

2. საკუთარი თავის რწმენა შესაძლებელს გახდის დაამარცხოთ ექვსი მთავარი შიში, რომელნიც მოსვენებას არ აძლევს კაცობრიობას: სიღარიბის, ავადმყოფობის, სიბერის, კრიტიკის, ვისიმე სიყვარულის დაკარგვისა და სიკვდილის შიში. გაკვეთილი გასწავლით განასხვავოთ ეგოიზმისაგან ჭეშმარიტი რწმენა საკუთარი თავისადმი, რომელიც დაფუძნებული იქნება განსაზღვრებებსა და სასარგებლო ცოდნაზე.

3. ეკონომიის ჩვევა გასწავლით შემოსავლების სისტემურ განაწილებას, ისე რომ მისი გარკვეული პროცენტი გროვდებოდეს, რომელიც ჩამოყალიბდება თქვენი პიროვნული გავლენის ერთ-ერთ წყაროდ. ვერავინ ვერ აღწევს ცხოვრებისეულ წარმატებას დაზოგვის ჩვევის გარეშე. ამ წესს გამონაკლისი არ აქვს, მას გვერდს ვერ აუვლით.

4. ინიციატივა და ლიდერობა გასწავლით როგორ დააღწიოთ თავი შემსრულებლობას და გხდეთ ლიდერი თქვენს მიერ არჩეულ სფეროში. გამოგიმუშავდებათ ლიდერობის ინსტიქტი, რომელიც თანდათან დაგაწინაურებთ საქმეში, რომლითაც დაკავებული ხართ.

5. წარმოსახვა სტიმულს მისცემს თქვენს ტვინს, რომ შეძლოთ ახალი იდეების გენერირება და ახალი გეგმების შემუშავება, რომელნიც დაგეხმარებათ მთავარი მიზნის მიღწევაში. ისწავლით „ახალი სახლების მშენებლობას ძველი ქვებით“; გიჩვენებთ როგორ შექმნათ ახალი კონცეფციები ძველისგან, კარგად ნაცნობისაგან და ძველი იდეების ახალი მიზნით გამოყენებას. ეს ერთი გაკვეთილი ეკვივალენტურია სავაჭრო საქმის მთელი კურსისა და აღმოჩნდება ნამდვილი ოქროს საბადო მათთვის ვინც მას სერიოზულად შეისწავლის.

6. ენთუზიაზმი გასწავლით გარშემომყოფთა თქვენდამი და თქვენი იდეებისადმი ინტერესით განწყობას. ენთუზიაზმი მიმზიდველი პიროვნების საფუძველია, უნდა გახდეთ ასეთი, რათა გავლენა მოახდინოთ გარშემომყოფებზე და დაარწმუნოთ ისინი თქვენთან თანამშრომლობაში.

7. თვითკონტროლი-ის დახმარებით თქვენ მართავთ ენთუზიაზმს და მიმართავთ მას სასურველი მიმართულებით. ეს გაკვეთილი მარტივი პრაქტიკული წესით გასწავლით როგორ გახდეთ „საკუთარი ბედის გამგებელი, საკუთარი სულის მბრძანებელი“.

8. თვისება - იმაზე მეტის გაკეთების, რისთვისაც გიხდიან - კურსის ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილია. ის საშუალებას მოგცემთ გაითავისოთ ვალის ჭარბად გადახდის კანონის უპირატესობანი, თანდათანობით შეძლებთ მეტი თანხის გამომუშავებას. ვერავინ გახდება ლიდერი, ვისაც არ აქვს თვისება - იმაზე მეტის გაკეთების, რისთვისაც უხდიან.

9. მიმზიდველი პიროვნება არის საყრდენი წერტილი, რომელსაც უნდა ეფუძნებოდეს თქვენი ძალისხმევა. მისი სწორად გამოყენება და გონებისმიერი მოქმედება მოქცემთ მრავალი წინააღმდეგობის დაძლევის საშუალებას. ამ ერთმა გაკვეთილმა ათეულობით შესანიშნავი ბიზნესმენი წარმოშვა. ერთ დღეში მან შექმნა არაერთი ლიდერი. ეს გაკვეთილი გასწავლით, თუ როგორ გარდაქმნათ საკუთარი პიროვნება, რომ ნებისმიერ გარემოში ნებისმიერ პიროვნებასთან ისე დაამყაროთ ურთიერთობა, რომ თქვენ დომინირებდათ.

10. ზუსტი აზროვნება მუდმივი წარმატების ერთ-ერთი ქვაკუთხედია. ეს გაკვეთილი გასწავლით ფაქტების უბრალო ინფორმაციისაგან გამიჯნვას. ის გასწავლით ცნობილი ფაქტების „მნიშვნელოვნად“ და „უმნიშვნელოდ“ განაწილებას. ის გასწავლით მნიშვნელოვანი ფაქტის განსაზღვრას. გასწავლით ფაქტების საფუძველზე მოქმედების გეგმის შემუშავებას მიზნის მიღწევისათვის.

11. კონცენტრაცია გასწავლით ერთ კონკრეტულ ამოცანაზე ორიენტირებას, ვიდრე არ შეიმუშავებთ მისი გადაჭრის გეგმას. აქ ისწავლით თანამშრომლობას სხვებთან ისე, რომ შეძლოთ მათი ცოდნის გამოყენება თქვენი გეგმის დასახვეწადა და დასახული მიზნის მისაღწევად. ის მოგცემთ პრაქტიკულ ცოდნას ირგვლივ არსებული რესურსების შესახებ და მოგცემთ ცოდნას მათი გამოყენების შესახებ.

12. თანამშრომლობა გასწავლით კოლექტიური საქმიანობის მნიშვნელოვნებას. ამ გაკვეთილში შეისწავლით ზეგონების კანონის გამოყენებას. გაკვეთილი მიგითითებთ სხვებთან ისეთი თანამშრომლობისაკენ, რომ გამოირიცხოს შეხლა-შემოხლა, ეჭვი, გაუგებრობა, შური და სიხარბე. თქვენ ისწავლით სხვა ადამიანების ცოდნის გამოყენებას იმ საქმის შესახებ, რომლითაც დაკავებული ხართ.

13. წარუმატებლობის გაკვეთილები გასწავლით თუ როგორ უნდა გამოიყენოთ საკუთარი და სხვისი შეცდომები მომავალი წარმატებისათვის. ის დაგანახებთ განსხვავებას „წარუმატებლობასა“ და“`დროებით ჩავარდნას“ შორის. მათ შორის ძალიან დიდი განსხვავებაა.

14. მოთმინება გასწავლით დამანგრეველი შედეგების თავიდან აცილებას, რასაც იწვევს რასობრივი და რელიგიური ცრურწმენა და მილიონობით ადამიანისათვის მოაქვს უბედურება, უწამლავს მათ გონებას და გზას უღობავს გონიერეი ცხოვრებისაკენ. ეს გაკვეთილი ზუსტი აზროვნების ორეულია: ვერავინ აზროვნებს ზუსტად თუ მოთმინებას არ გამოიმუშავებს. მოუთმენლობა დახურავს ცოდნის წიგნს და ყდაზე აწერს: „დამთავრდა! მე ყველაფერი ვიცი!“ მოუთმენლობა აყალიბებს მტერებს მათგან, ვინც შეიძლება საუკეთესო მეგობრები იყვნენ. ის ანადგურებს შესაძლებლობებს და გონებას ავსებს ეჭვით, უნდობლობითა და ცრურწმენით.

15. ოქროს წესის გამოყენება გასწავლით ადამიანური ქცევის დიდ კანონს, რომ შეძლოთ თანამშრომლობა პიროვნებასთან ან პიროვნებათა ჯგუფთან. ოქროს წესის ვერ გაგება მთავრი მიზეზია, იმისა რომ ადამიანები მთელი ცხოვრება იძირებიან უბედურების, სიღარიბისა და გაჭირვების მორევში.`

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100