სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცნობილია სტალონეს შვილის გარდაცვალების მიზეზი

მსოფლიო მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას სტალონეს ვაჟის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით.

სამართალ დამცავების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სილვესტერ სტალონეს ვაჟი სეიჯი, ათეროსკლეროზით გარდაიცვალა. აღნიშნულმა დაავადებამ სეიჯი იმფარქტამდე მიიყვანა.

პათანატომებმა დაამტკიცეს, რომ ვარსკვლავი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. ამ ყოველივემ უგულვებელჰყო შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ სეიჯი გარდაცვალების დროს ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყო.

როგორც ცნობილია, სეიჯ სტალონეს იშემიური დაავადება ჯერკიდევ 10 წლის ასაკში გამოუმჟღავნდა. ამ ყოველივემ კი მთავარი არტერიის დაზიანება გამოიწვია, რამაც სეიჯი ფატალურ შემთხვევამდე მიიყვანა.

რაც შეეხება გარდაცვლილის ცხოვრების წესს, როგორც ცნობილია, იგი ბევრს ეწეოდა და შიგადაშიგ ნარკოტიკსაც მოიხმარდა. ამ ყოველივემ კი დაავადების სწრაფი განვითარება გამოიწვია.

სეიჯ სტალონე ლოს-ანჯელესში 13 ივლისს გარდაიცვალა. იგი უგონო მდგომარეობაში საკუთარ სახლში იპოვეს.

28 აგვისტოს სილვესტერ სტალონეს კიდევ ერთი ტრაგედია დაატყდა თავს. თავის ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა ვარსკვლავის და, ქალბატონი 49 წლის გახლდათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100