სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"კოსტა კონკორდია" - კიდევ ორი ადამიანი გადაარჩინეს

იტალიის სანაპიროსთან ჩაძირული ლაინერის მგზავრების სამაშველო ოპერაცია გრძელდება. უკანასკნელი ცნობებით, მაშველებმა კიდევ ორი მგზავრის გადარჩენა მოახერხეს.

მეხანძრეებმა შეძლეს ერთ-ერთ ჩაკეტილ კაიუტაში შეღწევა, საიდანაც მამაკაცი და ქალი გამოიყვანეს. სავარუდოდ, ისინი კორეელი ცოლ-ქმარი არიან.

პარასკევს ღამით, ჩრდილოეთ იტალიის სანაპიროსთან საკრუიზო ლაინერი "კოსტა კონკორდია" მეჩეჩს წამოედო და ჩაძირვა დაიწყო. ავარიის დროს სამი ადამიანი დაიღუპა.

გემზე ეკიპაჟის ჩათვლით 4000 ადამიანი იმყოფებოდა. ამ დროისთვის დაკარგულად 40 ადამიანი ითვლება და მათი ძებნა გრძელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100