8 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
მოსალოდნელია იმედგაცრუებები ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, ის რაც უკვე თქვენი გეგონათ შესაძლოა თავიდან გახდეს მოსაპოვებელი. იყავით დაკვირვებული და შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა.
კურო
იყავით წინდახედული და ნუ დაარღვევთ მიღებულ ნორმებს, დაზოგეთ თქვენი ძალები და ახალ პროექტზე მუშაობის შემთხვევაში მეტი თავდაჯერებულობისა და საქმეში წარმატებისთვის სასურველია რჩევა ჰკითხოთ უფრო კომპეტენტურ ადამიანებს.
ტყუპები
მეტი ყურადღება გამოიჩინეთ ერთობლივ პროექტებთან და პარტნიორებთან დაკავშირებით, რათა მათ მიერ დაშვებულმა შეცდომებმა ან სტრატეგიამ საფრთხე არ შეუქმნას თქვენი გეგმების რეალიზებას.
კირჩხიბი
მიუხედავად დაძაბული და კონფლიქტური ვითარებისა, თქვენ შეძლებთ წარმატებით გადალახოთ სიძნელეები და ამასთანავე იპოვნოთ საუკეთესო გზა კონკურენტების უკან ჩამოსატოვებლად.
ლომი
თავდაჯერებულობა და საკუთარი ძალების რწმენა დაგეხარებათ მიიღოთ სასურველი შედეგები და მყარად დაიკავოთ ლიდერის პოზიცია კოლეგებს შორის, ამასთანავე მოიპოვოთ მათი კეთილგანწყობაც.
ქალწული
შეეცადეთ სწორად შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები და შეინარჩუნოთ ის, რასაც უკვე მიაღწიეთ. ახლა არაფერ კარგს არ მოგიტანთ სხვების მიბაძვა და არარეალურზე ოცნება. სჯობს იფიქროთ სტაბილურობაზე და დაისახოთ რეალური მიზნები.
სასწორი
შესაძლოა დაგავალონ მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზება და საყოველთაო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ, თქვენი საქმისადმი მიდგომა და იდეები გარშემომყოფშიც დაინტერესებას გამოიწვევს.
მორიელი
მკაფიოდ და ნათლად ჩამოაყალიბეთ თქვენი მიზნები მოლაპარაკებებსა თუ ურთიერთობების დროს და შეეცადეთ არ გადაუხვიოთ თქვენი არჩეული გზიდან. ენდეთ საკუთარ თავს და არა სხვათა რჩევებს.
მშვილდოსანი
შესაძლებლობა გექნებათ ახალი ძალებით დაიწყოთ ან განაახლოთ მნიშვნელოვანი საქმე. ყველაფერი კარგად გაიაზრეთ და თუ დარწმუნდებით საკუთარი გადაწყვეტილებების სისწორეში გაბედულად იმოქმედეთ.
თხის რქა
გაგიჭირდებათ სიტუაციის ობიექტურად შეფასება. გაუთვლელმა სიტუაციამ შესაძლოა თავგზა აგირიოთ მით უმეტეს, რომ ვერ მოახერხებთ მოსალოდნელი შედეგების პროგნოზს. მოიფიქროთ ალტერნატიული გზები მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.
მერწყული
ნუ წამოიწყებთ მნიშნელოვან საქმეებს, რომლებიც ყურადღების კონცენტრირებას საჭიროებენ და ნუ დაუპირისპირდებით არაკეთილმოსურნეებს.სასურველია იზრუნოთ თქვენს ფსიქოემოციურ სიჯანსაღეზე.
თევზები
დაიცავით თქვენი უფლებები და გაუგებრობების შემთხვევაში პირდაპირ დააფიქსირეთ თქვენი სათქმელი და პოზიცია, თუმცა ყოველმხრივ შეეცადეთ თავიდან აირიდოთ კონფლიქტი და აურზაური.
კომენტარი