სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"აღშფოთებული არიან ტერაქტიაო ყვირიან, ბავშვებს თვალები რომ დათხარეს და სუნზე არიან გაგიჟებულები?" - გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერი გიგა ბოკერია პარლამენტში, გაურკვეველი ნივთიერების დასხმის ფაქტზე ხელისუფლების აღშფოთებას ეხმაურება და ამბობს: "ხალხს რომ თვალები დათხარეს, მაშინ არ აღშფოთებულან ასე და სუნზე არიან ახლა გაგიჟებული?!".

„ღრმა კრიზისი რომ არ იყოს ქვეყანაში და საოცარი საფრთხე ამ სამარცხვინო ლიდერისგან და მისი კლოუნებისგან, ეს იქნებოდა უბრალოდ ანეკდოტი ახლა რაც ხდება - ისტერიკა, რომ ვიღაცამ დაასხა სითხე და ცუდი სუნი დადგა პარლამენტში. აღშფოთებული არიან ტერაქტიაო ყვირიან. მე, რა თქმა უნდა, ვინმეს თუ სუნზე ჰქონდა რეაქცია, ვუსურვებ, რომ სწრაფად გამოჯანმრთელდეს. მაშინვე ხელი გაიშვირეს პოლიტიკური ოპონენტებისკენ და იქნებ „მეამბოხე დეპუტატებზე“ ეკითხათ, იქნებ ივანიშვილზე გაბრაზებულები არიან და სჯიან. ასე ხელის დადება როგორ შეიძლება ვინმეზე. თან ამ რანგის აღშფოთება?! ეს ხალხი მაშინ არ აღშფოთებულა ბავშვებს თვალები რომ დათხარეს და უმკაცრესი დასჯა მაშინ არ მოუთხოვიათ და სუნზე არიან ახლა გაგიჟებულები?! ესეც ერთ-ერთი სახეა ამ რეჟიმის როგორც რეაგირებენ ამ ინციდენტზე“, - განაცხადა ბოკერიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100