კორპორატიულ წვეულებაზე მოწყობილი სტრიპტიზის გამო რკინიგზის დეპარტამენტი თანამშრომლების გათავისუფლებას აპირებს (ვიდეო)
რუსეთში რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა იმ წვეულების ორგანიზატორების დასჯასა და სამსახურიდან გათავისუფლებას აპირებს, რომლებმაც დეპოში გამართულ წვეულებაზე თანამშრომლებს სტრიპტიოზიორი გოგონები მიუყვანეს გასართობად - ამის შესახებ ინფორმაციას РИА "Новости" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში მოხდა და სტრიპტიზიორი გოგონების ცეკვა თავად რკინიგზის თანამშრომლებმა გადაიღეს და გავრცელეს ინტერნეტში, რასაც საზოგადოებისა და ხელმძღვანელობის მხრიდან უარყოფითი რეაქციები მოყვა.
კომენტარი