სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რობერტ კოხი - მიკრობიოლოგიის ფუძემდებელი

გერმანელი მიკრობიოლოგი რობერტ კოხი თანამედროვე მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელია.

1866 დაამთავრა გეტინგენის უნივერსიტეტი. 1871-1880 წლებში სანიტარულ ექიმად მუშაობდა ვოლშტაინში (ახლანდელი ვოლშტინი), სადაც შექმნა საოჯახო ლაბორატორია და ჩაატარა თავისი პირველი მიკრობიოლოგიური გამოკვლევები. 1885-1891 წლებში იყო ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი და ჰიგიენის ინსტიტუტის დირექტორი, 1891-1904 წლებში კი ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის დირექტორი ბერლინში (მოგვიანებით, ამ ინსტიტუტს მისი სახელი ეწოდა).

კოხის ძირითადი შრომები ეხება ინფექციური დაავადებების გამომწვევთა გამოვლენასა და მათთან ბრძოლის მეთოდების შემუშავებას. კოხმა პირველმა მიიღო ადრე აღმოჩენილი ჯილეხის ბაცილის წმინდა კულტურა და ახსნა ჯილეხის გავრცელების გზები. აღმოაჩინა ტუბერკულოზის გამომწვევი (1882) ჩხირები, მიიღო ბაქტერიული პრეპარატი ტუბერკულინი და გამოიყენა იგი ტებერკულოზის სამკურნალოდ, აღწერა კოხის რეაქცია, დაამუშავა ბაქტერიოლოგიური კვლევის ზოგადი მეთოდები და სხვა. 1905 წელს, კოხს ნობელის პრემია მიენიჭა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100