სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ჰიუნდაის“–ს ახალი სედანის პრეზენტაცია ბარსელონას ავტოშოუზე მოეწყობა

კომპანია „ჰიუნდაი“ – მ ახალი მოდელის „ი40“–ის ოფიციალური ფოტომასალა გაავრცელა. ამ ავტომობილის მსოფლიო ჩვენება საერთაშორისო ავტოშოუზე, ბარსელონაში შედგება. შოუ ვიწრო საზოგადოებისათვის, მიმდინარე წლის 12 მაისს გაიმართება.

სამხრეთ კორეული მწარმოებლის სიტყვებით, გაბარიტული ზომები ერთ–ერთ საუკეთესო მაჩვენებლად ითვლება ახალ მოდელში. საბურავების ბაზა 2770 მილიმეტრი, სავარძლების დაშორება საჰაერო ბალიშებიდან კი 1025 მილიმეტრი იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია ირწმუნება, რომ აღნიშნული მოდელი სპეციალურად ევროპული სტანდარტებისთვისაა შექმნილი.

ავტომობილი უმაღლესი ხარისხის ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რომელიც ევროპულ გემოვნებას აკმაყოფილებს. მოსალოდნელია, რომ სედანს წინამორბედების მსგავსი ძრავი ექნება და მისი სიმძლავრე 135–დან 177 ცხენის ძალამდე იქნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100