სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ისრაელში ჩვილებს კლავენ?

ებრაული ჯანდაცვის ორგანიზაციები ძილის დროს ჩვილთა სიკვდილიანობის ახალ ვერსიებზე ალაპარაკდნენ. ‘’ეჭვგარეშეა, რომ ჩვილებს კლავენ და ჩვენ ამის შესახებ არ ვიცით’’ - აცხადებს ერთ-ერთი კომიტეტის წევრი.

ძილის დროს ჩვილთა უეცარი გარდაცვალებები ისრაელში 2013 წელს დაიწყო. მხოლოდ თებერვალში, ისრაელში ძილის დროს 15 ჩვილი დაიღუპა. მათი გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ძილის დროს უეცარი სიკვდილი დასახელდა. მოგვიანებით დიაგნოზი ეჭვის ქვეშ დადგა, რადგან ჯანდაცვის სამინისტროს კომისია მივიდა დასკვნამდე რომ შემთხვევების 99% არ არის სწორად დიაგნოსტირებული. გარდაცვალების რეალური მიზეზების გარკვევის მიზნით, კომისია ყველა გაურკვეველ შემთხვევაზე გამოძიების წარმოების რეკომენდაციას იძლევა. მათი მოთხოვნით ოჯახის წევრებს დაკრძალვის უფლება არ უნდა მისცენ და ახალშობილების გაკვეთა უნდა მოხდეს.

„ამ უცნაური ამბის ამოხსნისთვის აუცილებელია გაკვეთა და მხოლოდ შემდეგ იქნება შესაძლებელი ზუსტი დიაგნოზის დასმა.“ - განმარტავენ ებრაული ჯანდაცვის ორგანიზაციებში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100