პოლიტიკა „ჩაინიკებისთვის“
„დრონი. ჯი“ წარმოგიდგინოთ პოლიტიკურ იდეოლოგიებზე შქემნილი ხუმრობას, რომელიც ორ ძროხაზეა და „იზმების თეორია“ ეწოდება:
სოციალიზმი: თქვენ ორი ძროხა გყავთ. მთავრობას მიჰყავს ერთი და თქვენს მეზობელს აძლევს.
კომუნიზმი: თქვენ ორი ძროხა გყავთ. მთავრობას მიჰყავს ორივე და სანაცვლოდ რძეს გაძლევთ.
ნაციზმი: თქვენ ორი ძროხა გყავთ. მთავრობა გკლავთ თქვენ და მიჰყავს თქვენი ძროხები.
კაპიტალიზმი: თქვენ ორი ძროხა გყავთ. ჰყიდით ერთს და სანაცვლოდ ყიდულობთ თხას.
თავდაპირველად ძროხები ფულის, კაპიტალისა და ქონების მეტაფორები იყო, დროთა განმავლობაში მნიშვნელობის სპექტრი გაფართოვდა. ახლა შემოგთავაზებთ რამდენიმე ქვეყნის მდგომარეობას, სადაც ძროხები ფულს კი არა, ადამიანებს აღნიშნავენ:
საუდის არაბეთი: თქვენ გყავთ ორი ძროხა და რძის ამოუწურავი მარაგი. ძროხებს ბალახით კვებავთ და იცავთ მათ ხარებთან ურთიერთობისაგან. მათ მოსაწველად სამხრეთაზიელ მუშებს ქირაობთ.
ირანი: თქვენ ორი ძროხა გყავთ და დაკითხვაზე გყავთ მანამ, სანამ არ აღიარებენ გლობალურ სიონისტურ შეთქმულებაში მონაწილეობას. მათ რძეს სამხრეთ ლიბანში და ღაზას სექტორში აგზავნით. საერთაშორისო სანქციები გიკრძალავთ რძის ღია ბაზრებზე გაყიდვას.
სირია: თქვენ ხუთი ძროხა გყავთ, ერთ-ერთი ალავიტია (მუსლიმური მიმდინარეობა). კარგად კვებავთ ალავიტ ძროხას, დანარჩენებს სცემთ.
„ჰეზბოლა“: თქვენ არ გყავთ ძროხა. თქვენ ირანული ძროხის რძეს სვამთ.
ერაყი: თქვენ სამი ძროხა გყავთ: სუნიტი, შიიტი და ქურთი. პირველს საუდის არაბეთი წველის, მეორეს ირანი, ხოლო მესამეს კონტრაბანდული რძე საზღვარგარეთ გააქვს.
იემენი: ორი ძროხა გყავთ. თივის ნაცვლად მათ ნარკოტიკული საშუალებებით კვებავთ და მათი მოწველა გავიწყდებათ. აკვირდებით, ერთმანეთში როგორ ჩხუბობენ.
ლიბია: ორი ძროხა გყავთ, მაგრამ ოცნებობთ, რომ აქლემებად გადაიქცნენ. ბრძნული შთაგონებებით კვებავთ. თუ გაბედავენ და შეგეწინააღმდეგებიან, თქვენ მათ კლავთ.
ყატარი: ერთი ძროხა გყავთ. რძისგან მიღებული თანხით ხსნით სატელევიზიო არხს, რომელიც გვიყვება, როგორ წველიან რეგიონის სხვა ძროხებს.
არაბეთის გაერთიანებული საემიროები: თქვენ ორი ძროხა გყავთ. მათთვის ქირაობთ ფილიპინელ ექთნებს, მუშებს სამხრეთ აზიიდან და მეძავებს რუსეთიდან. ყიდით რძეს და აშენებთ უდიდეს სავაჭრო ცენტრს.
პალესტინა: თქვენ ორი ძროხა გყავდათ, რომელიც დიდი ხნის წინ დაკარგეთ და კვლავ მას დასტირით...
კომენტარი