სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეზობლის სასტიკად ცემისთვის დაკავებული სპეცრაზმელი მოსამართლემ 7 წლიან პატიმრობაში გაუშვა - რა მოხდა პროცესზე?

მეზობლის სასტიკად ცემისთვის დაკავებული სპეცრაზმელი მოსამართლემ 7 წლიან პატიმრობაში გაუშვა. დემეტრე რევაზაშვილს სასამართლო პროცესზე დუმული არ დაურღვევია და არ განუმარტავს, რატომ გაიმეტა მეგობარი ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის.

ბრალდებულის ადვოკატი დღევანდელ პროცესზე დაკავებულის გათავისუფლებას 10 ათას ლარიანი გირაოს სანადცვლოდ ითხოვდა, თუმცა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დღევანდელ პროცესზე ასევე გაირკვა, რომ ფიზიკური ანგარიშსწორებიდან მალევე რევაზაშვილს პოლიციამ მიაკითხა და გამოკითხვაზე გადაიყვანა, თუმცა ის განყოფილებიდან მალევე გამოუშვეს. ამის შემდეგ სპეცრაზმელს განყოფილებაში მოწმის სახით ხელმეორედ იბარებენ. დგინდება, რომ ტანისამოსი, რომელიც რევაზაშვილს შემთხვევის დროს ეცვა, გარეცხა, ამიტომ ახლა გამოძიებას მის წინააღმდეგ ნივთმტკიცებების მოძიება უჭირს.

ადვოკატი ამტკიცებს, რომ აღკვეთის ღონისძების საფუძელი არ არსებობდა.

არ არსებობდა აღკევთის ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივი და ფორმალური საფუძველი. ბლიაძემ თქვა, რომ მასთან იყო მისული ერთ-ერთი პირის დედა, თუმცა მას რაიმე ტიპის იძულება არ ყოფილა. რადგან ამას ამბობს დაზარალებულის მეუღლე, ხომ არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც მითითებას ჰქონდა ადგილი ან აიმე ტიპის მინიშნებას.ტანისამოსი რომ გარეცხეს, ის იყო თუ არა, რომელიც მას შემთხვევის დროს ეცვა, ეს საიდან დგინდება? ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი წამოვიად თუ არა შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 5 წუთშ პოლიციის უფროსმა ჟამერაშვილმა ჩაისვა ავტომანქანაში, წაიყვანა ჯერ განყოფილებაში, ხოლო სემდეგ მთავარ სამართველოში და იქ საათები გააჩერეს და თუ არსებობდა იმის ეჭვი, რომ მან ჩაიდინა რაღაც დანაშაული, ტანსაცმელი ხომ ზედ ეცვა? ამოეღოთ, ვინმემ შეუშალათ ამაშ ხელი?, - ამბობდ ადვოკატი.

ასევე ცნობილია, რომ იოსებ ბარჯაძის მიმართ, რომელიც საქმის თვითმხილველია და მიმალვაში იმყოფება, გამოძიებამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. მას მძიმე დანაშუალის შეუტყობინებლობას ედავებიან.

რაც შეეხება დაზარალებულს, მედიკოსების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს კიდევ უფრო დამძიმდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100