სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველო, როგორც კურორტი...

სტატია მომზადებულია delfi.lt-ზე დაყრდნობით...

ამ სტატიაში ვისაუბრებთ ევგენ ციბულენკოს ბლოგზე, რომელმაც ზაფხულის შვებულება საქართველოში მეუღლესთან ერთად გაატარა და რომელიც აღნიშნული ფაქტის გამო აღფრთოვანებას ვერ ფარავს და საკუთარ ემოციებს მკითხველსაც უმხელს. დრონი.ჯი გთავაზობთ ბლოგის სრულ ვერსიას:

„ამ ზაფხულს მეუღლესთან ერთად შვებულება საქართველოში გავატარე. შინ დაბრუნებულმა გადავწყვიტე ჩემი ემოციები თქვენც გაგანდოთ.

ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას ამ ბლოგში არ შევეხები. მხოლოდ ერთს ვიტყვი, ქვეყანაში ყველაფერი ძველებურად ვითარდება და საქართველო რეფორმებს წარმატებით ატარებს. მაგალითად ერთ ვითარებას მოგიყვანთ: თბილისში ნებისმიერ მსურველს შეუძლია უფასო WFi-თ ისარგებლოს. სწორედ მსგავსი რეფორმის გატარება მთელი აქართვლოს მასშტაბითაც იგეგმება.

ვეცდები ამ ბლოგის მეშვეობით საქართველო როგორც დასასვენებლად საუკეთესო ქვეყანა, დაგანახოთ.

ტურისტში ყველაზე დიდ აღფრთოვანებას რა თქმა უნდა ბათუმი იწვევს. რამდენიმე წელიწადში ეს მხარე ევროპის ულამაზეს ქალაქად იქცა. არ მჯერა, რომ რამდენიმე წლის წინ ბათუმი ბანალური პოსტსაბჭოთა ქალაქი იყო და მისი არსებობის შესახბ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებმა თუ იცოდნენ. ბათუმმა ძველი სახე სრულებით შეიცვალა, იგი სავსეა შეუდარებელი სასტუმროებით, დასასვენებელი ცენტრებით, აქვს ულამაზესი სანაპირო. შეიძლბე ითქვას, რომ იგი უმაღლესი სტანდარტების კურორტებს არაფრით არ ჩამოუვარდება. ქალაქი განსაკუთრებით ლამაზი ღამით არის. იგი მთლიანად ეფლობა ულამაზეს შუქთა ციალში და შეუდარებელ სანახაობას ქმნის.

ბათუმის შემდეგ ქობულეთს ვესტუმრეთ. ეს ქალაქიც შეუდარებელია თავისი სიახლეებით და გარკვეული დროის შემდეგ იგი ბათუმსაც არ გაუწევს შესაბამის კონკურენციას. მართალია ქალაქის იერსახე ჯერჯერობით შეცვლილი არ არის, მაგრამ დაუღალავი შრომა მის გარდასაქმნელად ყოველი ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა.

განსაკუთრებით სასიამოვნო კი ქართველების სტუმართმოყვარეობა გახლავთ. მათ მეტად გულთბილი დამოკიდებულება აქვთ სრულებით უცნობ ადამიანებთანაც კი.

აუცილებელია აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ საქართველო პოლიციასთან დაკავშირებული რეფორმების გატარების შემდეგ მეტად უსაფრთხო ქვეყანად იქცა. ამას კი ტურისტები საკმაოდ დიდ ყურადღებას ანიჭებენ.

ბოლოსთვის კი გეტყვით, რომ შეუდარებლად დავისვენეთ და თუ თქვენ ჯერჯერობით ვერ გადაგიწყვეტავთ რომელ კურორტს მიანიჭოთ უპირატესობა, აირჩიეთ ბათუმი და გპირდებით, რომ არავთარ შემთხვევაში არ ინანებთ!“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100