საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა
საქართველოში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 201 368 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 169 282 შეადგენს. გარდაიცვალა 1 953 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 969 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6710 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში - 2734 ადამიანი იმყოფება.
კომენტარი