მიქელანჯელოს ეტიუდი, „კაშინის ბრძოლა“ აუქციონზე გაიტანეს
„Christie's“ აუქციონზე გაიტანეს მიქელანჯელოს ეტიუდი, „კაშინის ბრძოლა“, რომელიც 1504 წელს არის შესრულებული და ექსპერტების ვარაუდით, ეტიუდის ფასი დაახლოებით 8 მილიონი ამერიკული დოლარია.
ნახატზე ახალგაზრდა, შიშველი მამაკაცია გამოსახული. ეს არის ერთ–ერთი იმ 24 ეტიუდიდან, რომელიც დღემდე შემორჩა. ამ ეტიუდის განსაკუთერბულ ღირებულებას ის ფაქტი წარმოადგენს, რომ მისი ორიგინალი არ შემოგვრჩა. ამასთანავე, მიქელანჯელოს ნამუშევრები საკმაოდ იშვიათად გვხვდება აუქციონებზე.
მიქელანჯელო აღნიშნულ ეტიუდზე ფლორენციის მთავრობის დაკვეთით მუშაობდა. ფრესკა საკმაოდ დიდხანს, ერთ–ერთი მონასტრის კედეკზე იქმნებოდა, რომლის მოპირდაპირე კედელიც ლეონარდო და ვინჩის უნდა მოეხატა.
მიქელანჯელომ ვერ მოახერხა ფრესკის დასრულება. მან „კაშინეს ბრძოლის“ ესკიზი შექმნა, თუმცა ნახატი გაანადგურეს. ცნობილია მხოლოდ რამდენიმე ასლი, რომელიც მიქელანჯელოს ერთ–ერთმა საუკეთესო მოსწავლემ, ბასტიანო და სანგალომ შექმნა.
აღსანიშნავია, რომ ვერც ლეონარდო და ვინჩიმ შეძლო თავისი ფრესკის დასრულება. ისიც ასლების საშუალებით გახდა ცნობილი. საუკეთესო ასლი რუბენსს ეკუთვნის, რომელიც 1605 წელს შეიქმნა.
მიქელანჯელოს „კაშიანის ბრძოლა“ და და ვინჩის „ანგიარის ბრძოლა“ ხელოვნების ისტორიის უმნიშვნელოვანეს ნამუშევრებად ითვლებიან. აღნიშნულმა ეტიუდებმა დაუდეს სათავე ისეთ სტილს როგორიცაა, კლასიციზმი და ბაროკო.
კომენტარი