ისთერნ პრომოუშენსი და თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 26-ე ჯაზფესტივალს
9-11
მაისს თბილისი რიგით 26-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს. თიბისი კონცეპტი და ისთერნ პრომოუშენსი ჯაზის მოყვარულებს ტრადიციულად
სხვადასხვა ღონისძიებებს შესთავაზებენ. წლევანდელი ფესტივალის სტუმრები, როგორც ყოველთვის,
მსოფლიოში აღიარებული
ვარსკვლავები არიან.
9 მაისი
·
20.00
დარბაზი „ჯაზ ლაბი“ - ლუკა თოფურია და მისი ბენდი
·
21.00
სთარ სთეიჯი- ჯაზზ
თეიქს სუპერგრუპ (JAZZ/TAKES SUPERGROUP ft.: Bill Evans, Niels Lan Doky, Felix Pastorius
& Harvey Mason)
10 მაისი
·
20.00
დარბაზი „ჯაზ ლაბი“ - მარტინ კრატოჩვილი და ჯაზ ქიუ (Martin Kratochvil & Jazz Q) ჩეხეთი
·
21.00 სთარ
სთეიჯი - გენიოსად წოდებული იტალიელი
პიანისტი სტეფანო ბოლანი, ვარიაციები როკ ოპერა „სუპერ სტარზე“ (STEFANO BOLLANI Piano variations on the
Rock Opera “Jesus Christ Superstar”)
11
მაისი
·
20.00
დარბაზი „ჯაზ ლაბი“ -
იტალიური ბენდი მოტელ კაიჯუ (Motel
Kaiju)
·
21.00
სთარ სთეიჯი- ლეგენდარული სტენლი კლარკი (STANLEY CLARKE N’4Ever)
წლევანდელ
ჯაზფესტივალს კვლავ „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ მასპინძლობს. ფესტივალის
განმავლობაში, სასტუმროს ფოიეში ყოველდღიურად
გაიმართება სხვადასხვა აქტივობები:
ირაკლი ჩიქოვანის პერსონალური გამოფენა „ჯაზის საათი“.
კომპანია
„აუდიო ლაბის“ ვინილების გამოფენა/გაყიდვა.
კახა თოლორდავას
ფილმის „პირველ პირში - ერთი ფესტივალის ამბავი“ (ფილმი მეორე) პრემიერა.
ჯაზფესტივალის სტუმრებისთვის კარი
19:00 საათზე გაიღება.
ფესტივალს ტრადიციული წარმდგენია თიბისი კონცეპტი. მხარდამჭერები არიან
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, იტალიისა და
ჩეხეთის საელჩო, ჩეხეთის კულტურის ცენტრი.
ფესტივალის სპონსორია ვიზა.
საინფორმაციო მხარდაჭერა: იმედი TV, რადიო ფორტუნა, ონლაინ ჟურნალი „მარკეტერი“,
ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთი“, სარეკლამო სააგენტო
„ალმა“.
ტექნიკური მხარდაჭერა: „ბეხშტაინი“, „საუნდ სითი“ და „ემ ეს ლაითსი“.
ბილეთები
გაიყიდება www.tkt.ge-ზე. თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს
20%-იანი ფასდაკლება, ხოლო თიბისი ვიზა ბარათის მფლობელებზე 10%-იანი ფასდაკლება.
კომენტარი