1354 ინფიცირებული და 15 გარდაცვლილი – ეპიდვითარება საქართველოში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 456 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 052 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 404 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 354 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 339 315-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.45%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.86%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.05%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 821 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 320 777-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 654 პირი ემსხვერპლა.
კომენტარი