დოდო გუგეშაშვილის საცხოვრებელ სახლში, დიღმის ტყე-პარკსა და მიმდებარე ტერიტორიაზე საგამოძიებო სამუშაოები დასრულებულია
დიღმის მასივში, დოდო გუგეშაშვილის საცხოვრებელი ბინის კარი დალუქულია. იმ ადგილზე, სადაც გუშინ მკვლელობა და დაჭრა მოხდა, სამართალდამცველებს უკვე დასრულებული აქვთ სამძებრო და საგამოძიებო სამუშაოები. საგამოძიებო სამუშაოები დასრულებულია ასევე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ და დიღმის ტყე-პარკში.
რაც შეეხება მეზობლების ნაწილს, ისინი ჟურნალისტებთან კონტაქტს დღეს თავს არიდებენ, თუმცა რამდენიმე მათგანი კვლავ იხსენებს გუშინ მომხდარ ფაქტს. მეზობლები ამბობენ, რომ შემთხვევის დროს გაიგეს ხმაური, თუმცა გასროლის ხმა არ გაუგიათ. ამასთან, მეზობლების ინფორმაციით, ისინი სამართალდამცველებმა წუხელ დაკითხეს.
კომენტარი