foodpanda-ს სერვისით სარგებლობა უკვე ქუთაისშიც შესაძლებელია!
სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინ შეკვეთა ვებ გვერდზე - www.foodpanda.ge სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. კომპანია ბიზნესს ქვეყნის რეგიონშიც აფართოვებს რუსთავისა და ბათუმის შემდეგ 23 დეკემბერიდან foodpanda-ს სერვისით სარგებლობა უკვე ქუთაისშიც შესაძლებელია.
„ფუდპანდამ“ ქუთაისში უკვე აქტიურად დაიწყო რესტორნების ათვისება, და საკვების შეკვეთის სერვისი უკვე მუშაობს ისეთ წერტილებზე, როგორებიცაა ბარ-რესტორანი პალატი, არტ კაფე ბლუზი, ბარაქა ქუთაისი, ბარაქა დელიკატესები, ჩიჩო დონერი, რესტორანი ქალაქური, ბარ-რესტორანი ემფაიერი, პაბი ბარსა და საკონდიტრო რაფაელო. „ფუდპანდა“ მომხმარებელს მარტივ, უსაფრთხო და უზარმაზარ არჩევანს სთავაზობს. სერვისი, რომელსაც საჭმელი თქვენს სახლში ზედმეტი პრობლემების გარეშე მოაქვს, და ელექტრონულ კომერციას ახალ ეტაპზე წევს.
„ქუთაისის დამატებით ჩვენ წარმატებით შევასრულეთ ჩვენი 2014 წლის განვითარების გეგმა და ფუდპანდას სერვისით სარგებლობა უკვე შესაძლებელია საქართველოს 3 ძირითად ქალაქში: თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. 2015 წლის პირველ ნახევარში ჩვენ ვეცდებით კიდევ უფრო გავაფართოვოთ ბიზნესი აღნიშნულ ქალაქებში, ხოლო მეორე ნახევრიდან ვეცდებით ახალ რეგიონებში გაფართოებას,“- აღნიშნავს „ფუდპანდას“ დირექტორი საქართველოში გიგა ქერქაძე.
foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 70-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა ( www.foodpanda.ge) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ.
foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.
კომენტარი