ველოსპორტი ქალებს სექსუალობას აკარგვინებს
საიტ „ntstudio.ru”-ს ცნობით, სპორტში დასაქმებული მედიკოსები მივიდნენ საყურადღებო დასკვნამდე - ველოსიპედით გატაცებას შეუძლია ქალებში გამოიწვიოს სექსუალური შეგრძნებების შემცირება, რაც პირობადებულია შორისის არეში მგრძნობელობის თანდათანობითი დაკარგვით.
ადრე დაკვირვების ობიექტი ველოსიპედით გატაცებული ვაჟები იყვნენ, რომელთა გარკვეულ ნაწილს ერექციის პრობლემები აღენიშნებოდათ. ახლა ყურადღება მეცნიერებმა ქალებზე გადაიტანეს - გამოკვლევის ობიექტს წარმოადგენდა 48 ახალგაზრდა გოგონა, ვისი გასავლელი მანძილიც ყოველდღიურად 10 მილზე ნაკლები არ იყო. ვარაუდი გამართლდა, დღის ბოლოს ყველა მათგანი აღნიშნავდა მგრძნობელობის შემცირებას შორისის არეში.
ამჟამად სპეციალისტები ზრუნავენ ამ ვითარების რამდენადმე გასაუმჯობესებლად - საჭის, წინა ბორბლებისა და საჯდომის სიმაღლისა და კომფორტულობის დარეგულირების საშუალებით.
კომენტარი