სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნახევარი მილიონი ამერიკული დოლარი ბაშარ ასადის თავის სანაცვლოდ

საუდის არაბეთის სასულიერო მოღვაწემ, იმამმა ალი ალ-რაბიეიმ ბაშარ ასადის თავის სანაცვლოდ ჯილდოდ 450 მილიონი ამერიკული დოლარი დააწესა.

„ჩვენ გადავუხდით 450 მილიონ ამერიკულ დოლარს მას, ვინც ბაშარ ასადის, ანუ მკვლელის ლიკვიდაციას მოახდენს. მკვლელისას, რომლის სისატიკემ, ბავშვებისა და ქალების წინააღმდეგ, მთელი მსოფლიო შეძრა“, - აღნიშნა იმამმა.

საუდის არაბეთის სამეფო კარისა და ხელისუფლების რეაქცია აღნიშნულ განცხადებაზე, ჯერჯერობით უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 25 მაისს ქალაქი ხულა საარტილერიო შეტევის ობიექტი გახდა. აღნიშნულმა დაპირისპირებამ 116 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის 32 ბავშვი იყო.

ქალაქის მცხოვრებლებმა პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ალავიტებს“ დააკისრეს. აღნიშნული დაჯგუფება სირიის ხელისუფლების სასიკეთოდ იბრძვის. ქვეყნის ხელისუფლება კი თავისმხრივ მომდარში „ალ-ქაიდას“ ადანაშაულებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100