გეგმიურ შემოწმებაზე მისულ ორსულ პაციენტს შეცდომით აბორტი გაუკეთეს
სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, ერთ-ერთ საავადმყოფოში ექიმებს ორი პაციენტი ერთმანეთში აერიათ და გეგმიურ შემოწმებაზე მისულ ორსულს აბორტი სხვა ქალის ნაცვლად გაუკეთეს - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მედდას პაციენტის სახელი არ დაუკონკრეტებია, ისე შეიყვანა საოპერაციო ბლოკში 6 კვირის ორსული. როდესაც ქალი ნარკოზიდან გამოვიდა, მხოლოდ მაშინ აღმოაჩინა, რომ ექიმებმა დიდი შეცდომა დაუშვეს.
ექიმმაც და მედდამაც საკუთარი დანაშაული აღიარა. მათ ახლა ბრალი პაციენტის მიმართ გულგრილობასა და დაუდევრობაში ედებათ. სასამართლო კი სულ ცოტა ხანში გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს.
კომენტარი