სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“ქართული ოცნება”: დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწყო მორიგი პროვოკაცია

“დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწყო მორიგი პროვოკაცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული. “დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწყო მორიგი პროვოკაცია. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეიჭრნენ „ქართული ოცნების” კარალეთის შტაბში და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს შტაბის თანამშრომლებს. დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა საკუთარი სახე, რომ ძალადობა, პროვოკაციები და მუქარა არის მათი მოქმედების სტილი. “ქართული ოცნება“ მოუწოდებს თავის წევრებს, აქტივისტებსა და მხარდამჭერებს არ აჰყვნენ მსგავს პროვოკაციებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენი მიზანია არჩევნების მეორე ტური ჩატარდეს მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში.
(რეკლამა)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100