სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბათიაშვილი: "თუ ოქრუაშვილს ჩამოსვლის თავი არა აქვს, ჩვენ ნუ დაგვაბრალებს"

ტელევიზიის წინ მიტინგზე მყოფი ირაკლი ბათიაშვილისთვის "ქართული პარტიის" განცხადება 25 მაისის აქციის მოხსნის შესახებ მოულოდნელი აღმოჩნდა.

"ჩვენ გაკვირვებული ვართ, რადგან გარკვეული კოორდინაცია გვქონდა. აქციის მოხსნა რას ემსახურება, ვერ ვხვდები. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ ვერ შევთანხმდით და ამიტომ ირაკლი ოქრუაშვილი არ ჩამოვა, უბრალოდ, სასაცილოა. თუ ჩამოსვლის თავი არა აქვს და აქ საფრთხეებს ხედავს, ამას ჩვენ ნუ დაგვაბრალებს", – განაცხადა ბათიაშვილმა რამდენიმე წუთის წინ, "მაესტროს" პირდაპირ ეთერში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100