სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აშშ–ში უიტნი ჰიუსტონის ვილა იყიდება

აშშ-ში, მენთჰემ ტაუნშიპში მისამართზე „North Gate Road”-ის №22-ში მსოფლიოს ლეგენდარული პოპ-ვარსკვლავის უიტნი ჰიუსტონის საცხოვრებელი ვილა იყიდება.

ვილის საერთო ფართი 1167 კვადრატული მეტრია, რომელიც 5 საძინებელ ოთახს, 5 აბაზანას და 4 ავტომობილისთვის განკუთვნილ ავტოფარეხს მოიცავს. რაც შეეხება მთლიან ტერიტორიას, 2 ჰექტარზეა გადაჭიმული.

როგორც უცხოური მედია იუწყება, ვილა გაყიდვაში 2009 წელს 2,5 მილიონ დოლარად იყო შეფასებული. იმის გამო, რომ მყიდველი არ გამოჩნდა, გასაყიდი ფასი 2010 წელს 1,97 მილიონ დოლარამდე დაეცა. მყიდველი არც ამ შემთხვევაში გამოჩნდა. 2011 წლის იანვარში უძრავი ქონების სააგენტო „Kienlen Lattmann” მყიდველებს ვილას 1,75 მილიონ დოლარად სთავაზობდა, თუმცა ეს მცდელობაც უშედეგოდ დასრულდა.

ამჯერად ვილის გაყიდვას კომპანია “Car Property” კურირებს. საცხოვრებლის ფასი კვლავ 1,75 მილიონ დოლარა.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ვილის დათვალიერება პოტენციურ მყიდველებს შეეძლებათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი რეალური თანხის კუთვნილების დამადასტურებელ საბუთს წარმოადგენენ.

ცნობისთვის: ამ სახლის კედლები ჯერ კიდევ დამწყები მომღერლის წარმატებების, უიტნის რომანის ბობი ბრაუნთან, მათი ქორწილისა და ცოლ-ქმრული კამათის და შერიგების მოწმენი არიან.
2005 წელს სწორედ ამ სახლში მიმდინარეობდა რეალითი შოუ „Being Bobby Brown”-ის გადაღებები, რომელშიც მთავარ როლს ბობი და უიტნი თამაშობდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100