სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაპირისპირება ზესტაფონში

ხმაური იყო ზესტაფონის საკოლმეურნეო ბაზარში, სადაც დაპირისპირება ბაზრის მოვაჭრეებსა და ადმინისტრაციას შორის მოხდა. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, როცა მოვაჭრეებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, რაზეც მათ უარი განაცხადეს.

დაპირისპირებისა და შეხლა-შემოხლის დროს ერთ-ერთი მოვაჭრე მაყვალა ცხადაძე ცუდად გახდა. მაყვალა ცხადაძე ბაზრის დირექტორს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

სიტუაციის გაცნობის მიზნით, ადგილზე პროკურორიც მივიდა.

ზესტაფონის ბაზარში დაპირისპირება რამდენიმე თვეა გრძელდება. ადმინისტრაცია ბაზრის დახურვას ცდილობს, რასაც მოვაჭრეები აპროტესტებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100