სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ალექსანდრე ბუხნიკაშვილი - გეოლოგი და გეოფიზიკოსი

ალექსანდრე ბუხნიკაშვილი - ქართველი გეოლოგი და გეოფიზიკოსი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1968). თეატრმცოდნის და მწერლის გრიგოლ ბუხნიკაშვილის უმცროსი ძმა, 1909 წელს დაიბადა.

ბუხნიკაშვილმა 1931 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტი. 1937 წლამდე ეწეოდა გეოლოგიურ და გეოფიზიკურ კვლევას საქართველოს მუნიციპალიტეტებში. 1953-1972 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი. ძირითადი მეცნიერული შრომები აქვს დედამიწის ქერქისა და სასარგებლო წიაღისეულის გეოფიზიკური მეთოდებით (ელექტროძიება) კვლევის დარგში. გეოფიზიკის ინსტიტუტში მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა სეტზვის ღრუბლებზე აქტიური ზემოქმედების მეთოდებისა და ტექნიკური საშუალებების დამუშავება-დანერგვის საქმეს.

1972-1975 წლებში იყო ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორის პირველი მოადგილე. 1975 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. ბუხნიკაშვილი დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100