ევროპის კრიტიკის „ფეისბუქ-ექო“: „მერამდენე ორიანი?“
ევროსტრუქტურებისა და ნატოს ლიდერის კრიტიკულ გამოთქმებს საქართველოს ახალი ხელისუფლების მიმართ აქტიურად ეხმაურებიან სოციალურ ქსელებში. ცოტა ხნის წინ შექმნილ, ორიგინალური სახელწოდების: „მტერი 40 კმ-ში კი არა, კანცელარიაშია“ გვერდზე ცნობილი ნახატის „ისევ ორიანი“ ინტერპრეტირებული ვარიანტი ქვეყნდება, რომლის აღწერაშიც მოყვანილია ანდერს ფოგ რასმუსენისა და ჟოზე მანუელ ბაროზოს კრიტიკული ციტატები და აღნიშნულია: "ისევ ორიანი" - ამ ცნობილი სურათის გადაკეთება საქართველოს მილიარდერ პრემიერთან მიმართებაში ასე შეიძლება: "მერამდენე ორიანი?".
აქვეა ბიძინა ივანიშვილის ერთი ფოტო, სადაც ის აშკარად უკმაყოფილო სახით საუბრის მომენტშია დაფიქსირებული. ფოტოს ახლავს იმიტირებული რეპლიკა: „ვინ დაგავალათ ასე საუბარი, ბატონო ანდერს ფოგ? სააკაშვილმა? ბოკერიამ?“
კომენტარი