„პანდას“ ახალ კლიპში აკრძალული ფსიქოლოგიური მეთოდი გამოიყენეს
„პანდას“ ახალ კლიპში 25-ე კადრია გამოყენებული.
რა არის ეს 25-ე კადრი? ტრადიციულად ითვლება, რომ ჩვეულებრივ ადამიანს წამში 24 კადრის აღქმის უნარი აქვს. 25-ე კადრი აღქმის ზღურბლს ქვემოთ არის, შესაბამისად შეუიარაღებელი თვალისთვის შეუმჩნეველი რჩება. რეალურად კადრი არსებობს, მაგრამ ადამიანის თვალი მას ვერ აფიქსირებს და ვერ გამოყოფს მხედველობის ინერტულობის გამო. 25-ე კადრი სუბლიმინარული ანუ ქვეცნობიერი რეკლამაა, ადამიანის ქვეცნობიერზე მოქმედი რეკლამის მეთოდია, ასე ვთქვათ, კადრებს შორის ჩასმული დაფარული რეკლამაა. 25-ე კადრის ეფექტის თეორიის მომხრეები ამბობენ, რომ 25-ე კადრში გადმოცემული ინფორმაცია აისახება ადამიანის ქვეცნობიერში, ის ვერ ხედავს მას, მაგრამ ამახსოვრდება და რადგან ამახსოვრდება, ე.ი. ტვინი ინახავს და შესაბამისად, რომელიმე მომენტში ამოატივტივებს კიდეც. 25–კადრის ეფექტი აკრძალული და კანონმდებლობით დასჯადია
კომენტარი