სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შს მინისტრის მოადგილის ცოლის ძმა დააკავეს

სამართალდამცავებმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ზურაბ გამეზარდაშვილის ცოლის ძმა დააკავეს. როგორც ”ინტერპრესნიუსისთვის” გახდა ცნობილი, ლაშა შავკაციშვილის აყვანა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნული ბრალდებით ერთი პირის დაკავებას ადასტურებენ, თუმცა მინისტრის მოადგილესთან მისი ნათესაური კავშირის შესახებ არ საუბრობენ.
”ჩვენ შეგვიძლია დაგიდასტუროთ მხოლოდ ის, რომ დაკავებულია ლაშა შ, რომლის მიმართაც სისხლის სამართლის საქმე 260-ე მუხლით აღიძრა, რაც განსაკუთრებით ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს”, - განაცხადეს შსს-ში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100