სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მედიცინის მორიგი გამოცანა, 2 წლის ბავშვი ექიმებისთვის უცნობი სენით დაავადდა

2 წლის ბრიტანელი ბიჭუნა ალფი ჯონსი მედიცინის გამოცანად იქცა. მას ისეთი დაავადება სჭირს, რომლის არსებობაც აქამდე არავინ იცოდა და რომელსაც ჯერ სახელიც კი არ აქვს.

TCH-ის ცნობით ბავშვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არაერთი სერიოზული პრობლემა აქვს, თუმცა ერთ-ერთი მათგანი: დაუბალანსებელი ქრომოსომების რესტრუქტურიზაცია, მედიცინას არ ახსოვს. ეს გახლავთ დაავადება, რომელიც ნომერ 11 და ნომერ 15 ქრომოსომებზე ახდენს გავლენას.

ექიმები ვერ პროგნოზირებენ იმას თუ რამდენ ხანს იცოცხლებს პატარა ალფი, თუცა დანამდვილებით ამბობენ, იმას, რომ ბიჭუნა ფეხს ვერასოდეს აიდგამს.

მედიცინის ახალი თავსატეხის მატარებელი ბიჭუნას მშობლები კი იმედს არ კარგავენ, შვიდი შვილის დედ-მამა მარია და კენი ნაბოლარა შვილის გადარჩენას ცდილობენ და მათ უკვე დაიწყეს სხვადასხვა გზებით ფულის შეგროვება. 30000 დოლარი, ეს ის თანხაა, რომელიც ალფის სიცოცხლის უზრუნველსაყოფად აუცილებელი, სპეციალური სენსორული ოთახის შექმნას სჭირდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100