სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

14 წლის მოზარდმა აპოკალიფსის შიშით თავი მოიკლა

14 წლის მარი ელმა თავი მოიკლა. მსოფლიოში სუიციდის შემთხვევები დიდი ხანია მომრავლდა, მაგრამ 14 წლის მოზარდის თვითმკვლელობის მიზეზმა საზოგადოება შოკში ჩააგდო. როგორც მარი ელის მიერ დატოვებულ წერილში წერია, მან თვითმკვლელობა ამერიკელი მეცნიერების პროგნოზის გამო გადაწყვიტა. საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ მეცნიერების მერ გამოქვეყნებულ მასალას, სადაც ეწერა, რომ ახლოვდება სამყაროს დასასრული, აპოკალიფსი.14 წლის მოზარდი თავის წერილში წერს, რომ მას არ უნდოდა სხვებივით ტანჯვა-წამებით მომკვდარიყო.

,,ხალხი წამებით დაიხოცება. დედამიწას საშინელი ტანჯვა ელის. სანაპიროებზე გამოსვლას დააპირებენ დელფინები, დაიხოცებიან ფრინველები,“ - ნათქვამია მარი ელის წერილში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100