ასე განმარტავს ვუდი ალენი „უკუღმა ცხოვრების“ ხიბლს
ცნობილი კინორეჟისორი ვუდი ალენი საზოგადოების ნაწილის არამხოლოდ მისი ფილმების, არამედ იმ საოცარი გამონათქვამების გამოც უყვარს, რომლებიც მრავლადაა სხვადასხვა მედიასაშუალებებისა და ინტერნეტის არქივში. გთავაზობთ რეჟისორის ერთ-ერთი ძალიან ცნობილი გამოთანქვამის თარგმანს, სადაც ვუდი ალენი განმარტავს თუ რატომ იქნებოდა „უკუღმა ცხოვრება“ სასიამოვნო.
„ჩემს შემდეგ ცხოვრებაში მსურს უკუღმა ვიცხოვრო. უბრალოდ წარმოიდგინეთ, შენი გარდაცვალების დღეს მკვდრეთით აღდგები. შემდეგ კი ცხოვრობ მოხუცთა თავშესაფარში და ყოველდღე თავს იმაზე უკეთ გრძნობ ვიდრე გუშინ. (შენ, დროში ხომ უკან მოდიხარ). როდესაც საბოლოოდ გამოჯანმრთელდები და გაახალგაზრდავდები, მოგროვილი გაქვს შენი პენსია, ხარ ფინანსურად უზრუნველყოფილი და მიდიხარ სამსახურში, სადაც პირველივე დღეს ოქროს საათი გიმშვენებს ხელს. შემდეგ 40 წელიწადს ატარებ მუშაობაში და პენსიაზე გასვლის სანაცვლოდ მიდიხარ კოლეჯში, სადაც ერთობი, სვამ ალკოჰოლს და დიპლომის აღების შემდეგ შედიხარ სკოლაში, სკოლის დასრულების შემდეგ, ხდები ბავშვი, სიცოცხლის ბოლო წლებს ატარებ მხიარულებაში, თამაშობ და რაც მთავარია ხარ სრულიად ჯანმრთელი. და აი მოახლოვდება შენი სიცოცხლის ბოლო თვეები და შენ გელის უფასო სპა მთელი 9 თვის განმავლობაში. ამგვარი ცხოვრების შემდეგ ვთვლი, რომ შენი აღსასრული იქნება რაღაც ორგაზმის მსგავსი.“
კომენტარი