სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქუთაისის ვიცე-მერი „ჰერკულესის“ შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს

ქართულ-ინდურ მეტალურგიულ საწარმო ,,ჰერკულესში“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, პირველი კომენტარი გააკეთა ქუთაისის ვიცე–მერმა ირაკლი ჯიქიამ.

,,ქარხნის თანამშრომლები ყოველდღიურად 2 ცვლაში მუშაობას განაგრძობენ, 4 ღუმელითა და 8 სადნობი აგრეგატით ახალ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით მაღალი სტანდარტის არმატურა მზადდება. ქარხნის პროდუქციის ექსპორტი შესაბამისად ევროპულ ბაზარზე წარმატებით ხორციელდება.

უახლოეს დღეებში იგეგმება წარმოების გაფართოვება, რაც დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.

ამ დროისათვის ,,ჰერკულესში“ 500 თანმშრომელია (აქედან 350 ადგილობრივი) დასაქმებული, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა სრული დატვირთვით მუშაობს.

ვადასტურებ, რომ რამდენიმე მუშა წარმოების ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, კანონმდებლობის სრული დაცვით, ქარხნიდან დისციპლინარული გადაცდომის გამო გათავისუფლდა.

ნებისმიერ ინვესტორს სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა ექნება, რადგან მთავარი პრიორიტეტი ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ადგილობრივთა დასაქმებაა“, – ამბობს ვიცე–მერი ირაკლი ჯიქია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100