სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"საქართველოს არ დაუწყია ომი და არ დაუბომბავს მძინარე ცხინვალი, ჩვენ სამშობლოს ვიცავდით" - გენშტაბის ყოფილი უფროსი ჭანკოტაძე, მომავალ პრეზიდენტზე საუბრობს

საქართველოს არ დაუწყია ომი და არ დაუბომბავს მძინარე ცხინვალი, ჩვენ სამშობლოს ვიცავდით - ასე მიმართა გენერალმა დევი ჭანკოტაძემ მოქალაქეებს.

გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს და ქვეყანას ღირსეული პრეზიდენტი ეყოლება.

დევი ჭანკოტაძის თქმით, არ შეიძლება ჩვენს ქვეყანას ჰყავდეს ისეთი პრეზიდენტი, ვინც საქართველოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს.

„2008 წელს საქართველოს ჯარი იცავდა თავის სამშობლოს. ჩვენი დაღუპული ბიჭების სულების წინაშე, ჩვენი თანამებრძოლების წინაშე, მთელი საქართველოს წინაშე ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ სიმართლე, საქართველოს არ დაუწყია ომი, საქართველოს ჯარს არ დაუბომბია მძინარე ქალაქი. ჩვენ ვიცავდით სამშობლოს და მომავალშიც დავიცავთ. რამდენიმე კვირაში საქართველო ახალ პრეზიდენტს აირჩევს, სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს. ეს არ შეიძლება იყოს ის ადამიანი, ვინც დაადანაშაულებს საქართველოს ომის დაწყებაში, ვისი ბრალდების საფუძველზეც ჰააგის ტრიბუნალი და რუსი ოკუპანტი ცდილობს, ჩვენ ბიჭები გაასამართლოს,“- განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100