აფხაზი უხუცესები აშშ-ს პასუხობენ, რომ მათი იმედი რუსეთია
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უხუცესთა საბჭომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ უხუცესთა საბჭო კატეგორიულად არ ეთანხმება აშშ-ს სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციას, აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი რუსეთმა ცნოს ოკუპირებულ ტერიტორიებად.
"აფსნიპრესის" ინფორმაციით, უხუცესთა საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ აფხაზეთის მშვიდობის და ეკონომიკური განვითარების გარანტი რუსეთია.
ცნობისათვის, აშშ-ის სენატმა 29 ივლისს ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს "რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ რეგიონებად აღიარებს".
კომენტარი