სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კბილაშვილი: საყვარელიძეს დასაკითხად იძულებითაც მიიყვანენ

დავით საყვარელიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შესაძლოა, იძულებით მიიყვანონ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, დავით საყვარელიძეს კანონი ავალდებულებს, მისცეს ჩვენება, ხოლო თუ საგამოძიებო სამსახურში არ გამოცხადდება, ამით კანონს დაარღვევს.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით საყვარელიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში რიყის გასხვისების თემასთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით არის დაბარებული, თუმცა როგორც დავით საყვარელიძე აცხადებს, ჩვენების მისაცემად საგამოძიებო სამსახურში მისვლას არ აპირებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100